ვიდეო
იზრუნე სხვებზე - შემოგვიერთდი [Video]

მედიაკლუბი INDIGO KIDS იწყებს ახალ კამპანიას ''სოციალური კარადა.''
ახალგაზრდებმა უკვე დაიწყეს საჭირო ნივთების შეგროვება, რომელსაც სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს გადასცემენ.
თუ თქვენც გვეთანხმებით, რომ "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი" არ არის, თუ მიგაჩნიათ, რომ ქველმოქმედება გადამდებია, თუ ფიქრობთ, რომ სოლიდარობა დაამარცხებს გაჭირვებას, შემოგვიერთდით, ერთად დავდგეთ ჩვენი თანამოქალაქეების გვერდში და არა გვერდზე. ვიგრძნოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა.

მოიტანეთ: ტანისამოსი,სათამაშოები და სხვადასხვა საჭირო ნივთები.
მისამართი: ქალაქი გურჯაანი, გაზეთ  ''სპექტრის" /speqtri.ge-ს ოფისი.
(ყოფილი მერიის შენობა) ნონეშვილის N4, მეორე სართული.

| Print |
FaceBook Twitter Google