ვიდეო
უპატრონო ძაღლების პრობლემა გურჯაანში [Video]
გურჯაანში, დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით უპატრონო ძაღლებს, რომლებიც ქუჩებში ხშირად ჯგუფად დადიან. მოსახლეობის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ძაღლები მათთვის საფრთხეს ქმნიან და გარემოსაც ანაგვიანებენ. თუმცა, ზოგი მათგანი, პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ესენი უწყინარი ცხოველები არიან.

პრობლემა ქალაქში დიდი ხანია არსებობს, თუმცა, საკითხი ამ დრომდე გადაუჭრელია. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია უპატრონო ძაღლებისთვის კეთილმოწყობილი თავშესაფარი გაიხსნას.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი,ზვიად ბიაშვილი აცხადებს, ადგილობრივი ხელმძღვანელობა პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს.

მედიაპორტალ speqtri.ge-ს ინფორმაციით, 2014 წლის გაზაფხულზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი გამოყო, გამარჯვებულ კომპანიას უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა ევალებოდა, თუმცა ტენდერი ჩავარდა.
ტენდერში გაიმარჯვა ინდ მეწარმე სულხანიშვილმა, თუმცა შემდეგ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა და სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვა.
| Print |
FaceBook Twitter Google