სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ნორჩი მათემატიკოსები დუზაგრამის სკოლაში
დუზაგრამის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი ბავშვია. ზოგი კარგად ხატავს, ზოგი ლექსებს წერს, ზოგი კარგად მღერის. მესამე კლასის თაჯირ შირინოვი კი მათემატიკის კარგი ცოდნით გამოირჩევა. -"ძალიან მიყვარს სკოლაში სიარული. მე-3 კლასში ვსწავლობ. ყველა საგანი ერთნაირად მაინტერესებს, მაგრამ მათემატიკა უფრო მეტად მიყვარს. თავისუფალ დროს წიგნებს ვკითხულობ. ხატვითაც კარგად ვხატავ. ჩემი ნახატები სახლშიც მოსწონთ," _ გვითხრა მან. მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა 9 წლის თანახ ალიევიც. -"ქართული ენა, ბუნება-ყველა საგანი მიყვარს, რასაც გვასწავლიან, მაგრამ განსაკუთრებულად მეც მათემატიკა მიყვარს, ამიტომაც კარგად ვსწავლობ. სკოლაში ყოფნა და სიარული ძალიან მიყვარს. სკოლაში ბევრი მეგობარი მყავს. თავისუფალ დროს მათთან ერთად ვთამაშობ. წიგნების კითხვაც მიყვარს, ძერწით მუშაობაც და ხატვაც," _ ამბობს ის. ხალილ რასულოვიც მე-3 კლასის მოსწავლეა. როგორც თვითონ გვიყვება, მათემატიკა მასწავლებელმა შეაყვარა. -"ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებელი, მან ბევრი რამ შემასწავლა. ასევე მიყვარს წიგნების კითხვა. თავისუფალ დროს ტელევიზორს ვუყურებ, მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ხშირად ვთამაშობ. მინდა არდადეგები მალე დაიწყოს, რადგან მამა ქუთაისში მუშაობს და მასთან მინდა წასვლა," _ გვითხრა ხალილმა. როგორც ჩვენთან საუბარში დამრიგებელმა აღნიშნა, ეს კლასი განსაკუთრებულია, რადგან იქ ყველა მოსწავლე მათემატიკის ნიჭით გამოირჩევა. duzagramis skolis moswavleebi მარინა ბეროშვილი მსგავსი სტატიები: დუზაგრამის სკოლის შემოქმედი ბავშვები დუზაგრამის სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს ახალგაზრდული კლუბი დუზაგრამის სკოლაში
| Print |
FaceBook Twitter Google