სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
იორმუღანლოში მაღაზიის მეპატრონეები დააჯარიმეს
იორმუღანლოს თემის სოფლებში მაღაზიის მეპატრონეები დააჯარიმეს, კანონი შეახსენეს და სიგარეტისა და ბავშვის სათამაშოების ერთად გაყიდვა აუკრძალეს. magaziis mepaTRONE, MASIM MAMEDOVI-"მოვიდნენ და საჯარიმო ქვითარი გამომიწერეს. 10 ლარის გადახდა მომთხოვეს. მითხრეს სათამაშოები და სიგარეტი ერთად არ გაყიდოო. გასაგებია, მაგრამ პირდაპირ რომ მოვიდნენ და ჯარიმა გამომიწერეს, ხომ შეიძლეობოდა ჯერ გაფრთხილება მოეცათ," _ ამბობს მასიმ მამედოვი. მსგავსი მოთხოვნით იასიბ მამედოვთანაც მივიდნენ. როგორც ის ამბობს, აკრძალვა სწორია. -"დიახ, ჩემთანაც იყვნენ და ათი ლარით დამაჯარიმეს. ამის შემდეგ გავითვალისწინებ. მიმაჩნია, ასეც უნდა იყოს, რომ არასრულწლოვანები დავიცვათ. მხოლოდ ეს ამიკრძალეს, სხვა არაფრის აღება მოუთხოვიათ," _ გვითხრა მან. ადგილობრივების ნაწილი კანონს მიესალმება და თვლის, რომ ასევე უნდა დაწესდეს კონტროლი თამბაქოს ღერებით რეალიზაციაზეც. ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც რატიფიცირებულია (სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულება) საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 16 დეკემბერის N2301–დადგენილებით, თამბაქოს ნაწარმის არასრულწლოვანების მიერ შეძენის ან მათთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის შესახებ აწესებს: "(ა) თამბაქოს ნაწარმის ყველა გამსაღებლის მიერ თავის სავაჭრო პუნქტში სპეციალური აღნიშვნის გაკეთებას არასრულწლოვანებზე თამბაქოს ნაწარმის გასაღების აკრძალვის შესახებ, ხოლო ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, თამბაქოს მყიდველისთვის თავისი სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნას; (ბ) თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას ისეთი ფორმით, რაც მას პირდაპირი გზით ხელმისაწვდომს ხდის. მაგალითად, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა დახლებზე; (ც) ისეთი ტკბილეულის, საჭმლის, სათამაშოების ან სხვა საგნების დამზადებისა და გაყიდვის აკრძალვას, რომლებსაც აქვთ თამბაქოს ნაწარმის ფორმა და ასეთი ნაწარმის მიმართ დადებითად განაწყობს არასრულწლოვანებს; (დ) შესაბამისი ზომების გატარებას, რათა არასრულწლოვანებმა ვერ ისარგებლონ თამბაქოს გამსაღებელი სავაჭრო ავტომატებით და ასევე არ მოხდეს არასრულწლოვანთათვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის ხელშეწყობა." ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google