სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ხორცის გამყიდველები "ბოინის" გახსნის მოლოდინში
იორმუღანლოს ბაზარში ხორცი გაძვირდა. მოვაჭრეები ამის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებენ, რომ კანონი საქონლის სასაკლაოზე დაკვლას ავალდებულებს, რაც მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. -"საქონელს ბადიაურის ბოინში ვხოცავთ, რაც ძალიან ძვირი გვიჯდება. ცალკე გზის ხარჯი გვაქვს გადასახდელი, ცალკე _ შემოწმების საფასური. თუUადრე შვიდ ლარად ვყიდდით ხორცს, ეხლა ათი გახდა. ჩვენც აღარაფერი გვრჩება. აქ ჯერჯერობით `ბოინი~ არ არის, ეხლა აკეთებენ," _ ამბობენ ხორცის გამყიდველები. "აქამდე "ბოინში" კილოზე ოთხმოც თეთრს ვიხდიდით, ეტყობა ნამუსი ეყოთ და ორმოცდაათ თეთრზე ჩამოვიდნენ. ეს ყველაფერი ფულის მახეა და სხვა არაფერი. აქ ბაზარშიც ამოწმებს ექიმი და ავადმყოფ ხორცს ისედაც არავინ გაგვაყიდინებს. "ბოინში" წაღება და დაკვლა რიღასთვის არის საჭირო?" _ გვითხრა ერთ-ერთმა ყასაბმა, თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვა. მეხორცეები ბაზრის დირექციის გადაწყვეტილებას ელიან, თუ როდის გაიხსნება საქონლის სასაკლაო. იმედი აქვთ, რომ ამის შემდეგ მათი ხარჯები შემცირდება. შპს "იორი-G"-ს ადმინისტრატორმა სულეიმან ჯეირანოვმა `სპექტრს~ მშენებარე სასაკლაო დაათვალიერებინა. როგორც მან განაცხადა, პირუტყვის დაკვლა იქ, ბაზრის მოვაჭრეებს უახლოეს მომავალში შეეძლებათ. -"ბაზრის დირექცია ყველანაირად ცდილობს, რომ აქ სასურველი გარემო შექმნას. როგორც ხედავთ, ამისთვის სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მალე კი "ბოინიც" დაიწყებს მუშაობას. შენობა ყველა სტანდარტის დაცვით გაკეთდა. მე პასუხისმგებელი პირი არ ვარ, მაგრამ როგორც ვიცი, მეხორცეები ამ მომსახურებაში გაცილებით ნაკლებს გადაიხდიან და ხარჯი შეუმცირდებათ." "ბოინისთვის" განკუთვნილი რამდენიმე ოთახი, უკვე აღჭურვილია საჭირო დანადგარებით. ხორცით მოვაჭრეები იმედოვნებენ, რომ ბაზრის დირექცია დაპირებას მოკლე დროში შეასრულებს. ლანა გულოშვილი sasaklao2 sasaklao3 iormuganlos bazari
| Print |
FaceBook Twitter Google