სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ლამბალოს სკოლის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა
lambalos skolis nangrevebi2იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოს, სკოლა 6 წელია არ აქვს. ამ ხნის განმავლობაში, ორი სოფლის ბავშვებს (ლამბალოს და თულარის) სწავლა დაქირავებულ ბინებში (ფართი, რომელიც საქონლის სადგომად იყო განკუთვნილი) უხდებათ, სადაც გაუსაძლისი პირობებია. დაახლოებით ორი წელია, რაც ახალი სასწავლო დაწესებულების აშენების შესახებ საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ პროცესი დღემდე არ დაწყებულა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი) გიორგი მარგველაშვილი, მაისის თვეში ლამბალოს მოსახლეობას ეწვია და მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია ე.წ. სკოლის ეზოში მოაწყო. მაშინ მარგველაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სკოლის მშენებლობა სასწავლო პროცესის დამთავრებისთანავე დაიწყებოდა. სწავლა ერთ თვეში განახლდება, მაგრამ ლამბალოს სკოლის ადგილზე ჯერ საძირკველიც კი არ არის ჩაყრილი. ადგილობრივები უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ბავშვებს სწავლის დაწყება ისევ ბოსელში მოუწევთ. lambalos skolis shesaxeb-"მარგველაშვილი თვითონ იყო ჩამოსული, მოვიდა, ნახა ჩვენი მდგომარეობა და ასეთი პირობების გამო ბოდიში მოგვიხადა. თქვა: სირცხვილია, ბავშვები აქ რომ სწავლობენო. გვითხრა სამუშაოებს მალე დავიწყებთ და ბავშვები სწავლას უკვე ახალ სკოლაში გააგრძელებენო. ამის შემდეგ სამი თვე გავიდა და ჯერ არაფერი გაუკეთებიათ. აბა როგორ მოასწრებენ? სკოლა ლამბალოშია, მაგრამ თულარის ბავშვებიც იქ დადიოდნენ," _ გვითხრა ჰამიდ შარიფოვმა. ამავე პრობლემაზე საუბრობს ახმედ ჰუსეინოვიც. -"დანგრევას 2 წელი მოუნდნენ და აშენებით ერთ თვეში ააშენებენ? ამის პირობა კი მოგვცეს და ჩვენც იმედი გაგვიჩნდა, რომ რაღაც გვეშველებოდა, მაგრამ, აბა სად არის? მინისტრის სტუმრობის შემდეგ არც არავინ გამოჩენილა. ჩვენს შვილებს ალბათ ისევ `ბოსელში~ მოუწევთ სწავლა. საშველი არსაიდან არის. არადა, კარგი სკოლა გვქონდა, თქვეს ავარიულია და უნდა დავანგრიოთო. რით აღარ დაადგა საშველი მაგის აშენებას?Kკიდევ რამდენი ხანი უნდა ვილოდოთ?" _ გვითხრა ახმედ ჰუსეინოვმა. skola boselshi"სპექტრი" ამ საკითხის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, მშენებლობა მოკლე დროში დაიწყება. -"ამჟამად ხდება პროექტის მოდერნიზაცია. ემატება ახალი თანმედროვე დეტალები. სულ მოკლე დროში დაიწყება სკოლის მშენებლობა და დაჩქარებული ტემპით აშენდება. მოსწავლეები, ახალ სასწავლო წელს ჩვეულებრივ ძველ შენობებში დაიწყებენ და ალბათ მეორე სემესტრიდან ახალ შენობაში გადავლენ." შეგახსენებთ, რომ ლამბალოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2006 წლიდან აღარ მიმდინარეობს, მისი დემონტაჟი კი 2011 წელს დაიწყეს იმ არგუმენტით, რომ შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ამ ხნის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში მყოფი მოსწავლეები და პედაგოგები ახალი დაპირების შესრულებას მოთმინებით ელიან. მარინა პეტრიაშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google