სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
მოუწესრიგებელი გზები და მოსახლეობის პრობლემები
GZA2იორმუღანლოს თემის სოფლებში რომ გზები მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, ეს სიახლე არავისთვისაა. როგორც მოსახლეობა ამბობს, თავის დროზე უბნები და ცენტრალური გზა მოიხრეშა, მაგრამ სამუშაოები იმდენად უხარისხოდ შესრულდა, რომ ღესდღეობით გაცილებით უარესი მდგომარეობაა. -"წლებია გზა არც მოხრეშილა და ასფალტზე ხომ უკვე ლაპარაკი ზედმეტია. გადაადგილება ფეხითაც ჭირს და მანქანითაც. ასფალტი ბოლოს კომუნისტების დროს გაკეთდა და იმის მერე აქაურობა აღარავის გახსენებია. გვინდა დროით გაკეთდეს ყველაფერი მაგრამ სად არის? ძველ რწმუნებულს ამაზე რამდენჯერმე ველაპარაკეთ და ყოველთვის დაპირებით გვიშვებდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა. იქნება ჩვენს სოფელს სათანადო ყურადღება ახალმა მთავრობამ მაინც მიაქციოს და ეს პრობლემები მოაგვარონ,"_ გვითხრა ლამბალოს მკვიდრმა სულეიმან ომაროვმა. დურმიშხან ეიბოვის განმარტებით, სოფელს პატრონი არ ჰყავს და მოსახლეობაზე არავინ ზრუნავს. -"ყოველდღე ამ გაუბედურებული გზებით მიწევს სიარული, მანქანა ისე დაინგრა, რომ აღარ ვარგა. ერთხელ და სამუდამოდ, ამ უპატრონო სოფლებსაც ხომ უნდა მოხედოს ვინმემ და რაც ყველაზე მთავარია მოსახლეობისთვის, ის გააკეთონ,"_ გვითხრა მან. როგორც მამედ ხალილოვმა აღნიშნა, ზოგიერთ სოფლებში ასეთი გზები მინდორშიც კი აღარ არის. -"სხვაგან ასეთი გზები მინდორშიც კი აღარ არის. დაღლილ კაც რომ გინდოდეს საღამოს გზაზე გამოხვიდე და დაისვენო, ვერ გაჩერდები, ისეთი მტვერი დგას. ასფალტი გადთხრილია. ისეთი იამკებია, მანქანა რომ ჩაარტყავს, გეშინია ნაწილებად არ დაიშალოს. საუბნო გზებს ხომ ნუღარ იკითხვათ. იმდენად არის გაფუჭებული, რომ ფეხითაც ვერ გაივლი ადამიანი, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. ჩვენც ხალხი ვართ და მოგვაქციონ ყურადღება,"_ გვითხრა მან. როგორც ჩვენთან საუბარში სოფლის რწმუნებულმა მუბარიზ მამედოვმა აღნიშნა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში~ ამ სოფლისთვის 133 ათასი ლარია გამოყოფილი და ყველა ეს პრობლემა მოკლე დროშიო მოგვარდება. - "იმის გულისთვის, რომ მოსახლეობის აზრი გამეგო, კრება ორჯერ ჩავატარეთ. მათ გადაწყვიტეს, რომ ამ ფულით სოფლის სასაფლაოს შემოიღობოს, მოიხრეშოს შიდა საუბნო გზები, გაიწმენდოს არხები და გაკეთდეს დაბურღული წყალი. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. მოკლე დროში სამუშოები დაიწყება და მოსახლეობაც ალბათ გაკეთებული საქმით კმაყოფილი დარჩება,"_ გვითხრა მან. რამდენად ხარისხიანად და სრულყოფილად შესრულდება სამუშაოები და რეალურად რა გაკეთდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამ საკითხით სპექტრი კვლვავაც დაინტერესდება და შეეცდება ინფორმაცია მკითხველს თანმიმდევრულად მიაწოდოს. მარინა ბეროშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google