სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
მოსახლეობა ეჭვობს, რომ თანხა არამიზნობრივად გაიხარჯა
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ზოგიერთ სოფელში სამუშაოები უკვე დაიწყო. როგორც ჩვენთან საუბარში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს მოსახლეობა ამბობს, უამრავი პრობლემა აქვთ, მაგრამ მათი გადაჭრა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. iormuganloelebi, soflis programis shesaxeb2-"კი იძახიან გზა უნდა გაკეთდესო, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა და არაფერი დაუწყიათ. ახალი მთავრობა რომ დადგა, თქვეს, რაც გასაკეთებელია ყველაფერს გავაკეთებთო. პირველ რიგში გზა არის გასაკეთებელი, კიდევ სარწყავი არხების პრობლემა გვაქვს. მართალია, ქვევით არხები გვქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მიწით ამოივსო. პატრონი არავინ არის, რომ გაასუფთაოს. ადრე კომუნისტების დროს წელიწადში ორჯერ მაინც წმენდავდნენ. წყალიც მოდიოდა და პრობლემაც არ იყო. ეხლა არც არხია და არც წყალი,"-გვითხრა შამში ჯამალოვმა. ისლამ მამედოვის თქმით, ძალიანაა დაზიანებული შიდა საუბნო გზებიც, რომელიც სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს. -"ახალი მთავრობა დაგვპირდა, რომ აზერბაიჯანულ სოფლებში რა პრობლემებიც ჰქონდა მოსახლეობას, აუცილებლად მოაგვარებდა. მაგრამ ეხლა ხალხში ასეთი ხმა დადის, რომ ის ფული რაც სოფლებისთვის იყო გამოყოფილი, ვიღაცეებმა უკვე შეჭამესო. სარწყავი არხების გარდა, არც სარწყავი წყალი გვაქვს, რომ ბოსტნეული მოვიყვანოთ. მართალია, მიწები წაგვართვეს, მაგრამ რაც დაგვრჩა, ისიც უპატრონოდ ხომ არ უნდა ეყაროს? მცირეოდენ რამეს მაინც დავთესავთ," _ გვითხრა მან. აღნიშნულ ბრალდებას არ ადასტურებს საგარეჯოს არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი იოსებ თედიაშვილი. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სამუშაოები მოკლე დროში დაიწყება. -"ის რომ თანხები გაიფლანგა, აბსურდია. სამუშაოები იმის გამო ვერ დაიწყო, რომ თვითონ მოსახლეობამ მოითხოვა პრიორიტეტების შეცვლა. ამას გარკვეული დრო დასჭირდა და პროცესი ცოტა შეფერხდა. მომდევნო კვირაში სამუშაოები აუცილებლად დაიწყება." როგორც ჩვენთან საუბარში სოფლების: მუღანლოსა და ქეშელოს რწმუნებულის თანაშემწემ, ანარ რასულოვმა აღნიშნა, ყველა ის სამუშაო შესრულდება, რაც დაგეგმილი იყო. muganlosa da qeshalos rcmun ebulis moadgile-"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" ორივე სოფელზე: ქეშალოსა და მუღანლოზე ერთად, სულ 103 ათასი ლარია განსაზღვრული. ზუსტად არ ვიცით როდის, მაგრამ მოკლე დროში სამუშაოები აუცილებლად დაიწყება. სოფელ მუღანლოში პროგრამის ფარგლებში ცენტრალური და საუბნო გზების გაკეთებაა განსაზღვრული. ცენტრალურ გზაზე ასფალტის დაგება შეუძლებელია, რადგან ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რაც 7 სოფლისთვის თანხაა გამოყოფილი, ისიც არ ეყოფა. რაც შეეხება სანიაღვრე არხებს, ის ამ წელიწადში ვერ გაკეთდება, იმიტომ, რომ საკმარისი ფული არ გვაქვს. ამას ალბათ მომავალი წლისთვის გავითვალისიწნებთ და პროგრამაში ჩავსვავთ. რაც შეეხება სოფელ ქეშელოს, აქ ხალხმა სასაფლაოს შემოღობვა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა დააყენა წინა პლანზე, და სწორედ ეს სამუშაოები ჩატარდება."-გვითხრა მან. მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ დაგეგმილი სამუშაოები აუცილებლად შესრულდება და სხვა წლების მსგავსად, ახლაც იმედი არ გაუცრუვდებათ. მარინა ბეროშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google