არჩევნები 2016
დავით სონღულაშვილი - სოფლის მეურნეობის განვითრება ჩემი პრიორიტეტია
ქართული ოცნების გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლების გაცნობით დაიწყო, ესტუმრა ფრანგულ-ქართულ კლინიკას „კახეთი-იონი“, შეხვდა ბაგა-ბაღების მენეჯერებს, შემდეგ კი - სოფლების: ვაჩნაძიანისა და კალაურის მოსახლეობას.

პირველი შეხვედრა IRI-ს წარმომადგენლებთან გაიმართა, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო და ქართული ოცნების შტაბში შედგა. IRI-ს წარმომადგენლებმა დავით სონღულაშვილისგან მოისმინეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული საარჩევნო სიტუაციის შესახებ და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას გაეცნენ.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ფრანგულ-ქართული კლინიკა „კახეთი-იონი“ დაათვალიერა, შეხვდა მედ-პერსონალსა და პაციენტებს გაესაუბრა. შემდგომ ხელმძღვანელობისგან მოისმინა, თუ რა სერვისებსა და სიახლეებს სთავაზობენ მოსახლეობას. კლინიკა უახლოეს მომავალში გეგმავს გაფართოებას. შეხვედრას „კახეთი-იონის“ პრეზიდენტი ერიკ ჟანწიც ესწრებოდა.

"კახეთი-იონი" კახეთის მოსახლეობას მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს. კლინიკა ჩაერთვება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, რომლის ფარგლებში მოსახლეობას შეეძლება ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები და გაიაროს მკურნალობის კურსი, სრულიად უფასოდ. ამასთანავე, "კახეთი-იონის" ხელმძღვანელობა გეგმავს, გურჯაანში ბურგუნდიის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის ფილიალის გახსნასაც, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, დაეუფლოს აგრონომის პროფესიას და პრაქტიკები საფრანგეთში გაიაროს.

ამის შემდეგ დავით სონღულაშვილი მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებას ესტუმრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა პედაგოგების შეფასებები და პრობლემები მოისმინა.

მორიგი შეხვედრა სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობასთან გაიმართა. დავით სონღულაშვილმა ვაჩნაძიანელებს თავისი ხედვები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.
-„ჩემი მიზანია, რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდეს. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი გურჯაანში პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, სადაც შესაძლებელი იქნება აგრონომების, ინჟინრების, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. ვაჩნაძიანის შეხვედრას გურჯაანის საპატიო მოქალაქე ბესო ბერულაშვილიც ესწრებოდა.

დღის ბოლო შეხვედრა ქართული ოცნების კანდიდატმა კალაურის მოსახლეობასთან გამართა. მან ადგილობრივ მოსახლეობას ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომელზე მუშაობასაც დეპუტატის რაგში აპირებს. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, რეალურ საფუძველზე შექმნილ გეგმას, დიდი წარმატების მოტანა შეუძლია.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google