არჩევნები 2016
"ახსნა რამდენჯერმე ვთხოვე ნათელაშვილს"- ზურაბ სეფიაშვილმა პარტია დატოვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ზურაბ სეფიაშვილმა, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებოდა "ლეიბორისტული პარტია" დატოვა.
- "ჩემს წამოსვლას ბევრი მიზეზი ჰქონდა, რომელსაც უახლოეს მომავალში გავასაჯაროებ. პარტიას გურჯაანში მე უნდა წარვედგინე დეპუტატობის კანდიდატად, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის ახსნა რამდენჯერმე ვთხოვე შალვა ნათელაშვილს, მაგრამ პასუხი არ გამცა. მე ნაწყენის პოზიციაში არ ვარ და ამიტომ არ მიმიღია გადაწყვეტილება. პარტია და იდეები მისაღები იყო ჩემთვის, იქ ბევრი კარგი ადამიანია, უბრალოდ "ლეიბორისტებში" გამეფებული ბიუროკრატია არ მომწონდა. ამის გამოსწორებას ჩემთან ერთად სხვებიც ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოგვივიდა."

| Print |
FaceBook Twitter Google