არჩევნები 2016
გურჯაანში ბურჭულაძის პარტიის 25 წევრი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა
მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გურჯაანში კაჭრეთის ზონის 25-მა წევრმა დატოვა. ისინი პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ.
განცხადება ამის შესახებ დღეს კაჭრეთის ზონის ყოფილმა უფროსმა ხატია ბურდულაძემ "ქართული ოცნების" გურჯაანის ოფისში გააკეთა.

- "მეც და ჩემი გუნდიც მთელი შეგნებით გავერთიანდით პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ პარტიაში, რადგანაც იმედი გვქონდა, რომ ეს პარტია ბევრ სიახლეს და კეთილდღეობას მოუტანდა საქართველოს. თანდათან,  ეს იმედები გაგვიცრუვდა. დავინახეთ ბევრი ისეთი სახე, რომლებიც ოდესღაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდნენ. მე, მთელი ჩემი გუნდით, კაჭრეთის ზონა, 25 ადამიანი, კოორდინატორები და აგიტატორები ვტოვებთ ამ პარტიას და ვუერთდებით „ქართულ ოცნებას“- განაცხადა ბრიფინგზე ხატია ბურდულაძემ.

speqtri.ge პაატა ბურჭულაძის პარტიიდან გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ხაზიურს დაუკავშირდა.

-"მათ პარტია კი არ დაუტოვებიათ, ჩვენ კაი ხნის გაშვებულები გვყვავდა. ამის შესახებ ხვალ გავაკეთებთ განცხადებას."



| Print |
FaceBook Twitter Google