არჩევნები 2016
გურჯაანსა და ჩალაუბანში "ქართული ოცნების“ პლაკატები ჩამოხიეს [Photo]
ქალაქ გურჯაანსა და სოფელ ჩალაუბანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის სააგიტაციო მასალები ჩამოხიეს.
როგორც speqtri.ge-ს პარტიაში განუცხადეს, ისინი დღეს გურჯაანის საოლქო კომისიას საჩივრით მიმართავენ.

-„ აღნიშნული ფაქტი დაფისქირდა გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე და სოფელ ჩალაუბანში. ჩამოხეულია თითქმის ყველა პლაკატი, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ამას საარჩევნო კოდექსი არეგულირებს. ჩვენ ვიმოქმედებთ სამართლებრივ ჭრილში. მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავოს. „ქართული ოცნება“ ამდაგვარი საქციელით არ აპირებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. დღესვე მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიას. ამის უკან ალბათ კონკურენტი პარტიის საარჩევნო სუბიექტი დგას, კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, სანამ არ დადასტურდება.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის საარჩევნო სპეციალისტმა ზაქრო ქაჩლიშვილმა.

საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული, დასჯადია.
| Print |
FaceBook Twitter Google