არჩევნები 2016
დავით სონღულაშვილი - ნათელი მომავალი ახალგაზრდების განვითარებაშია
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა, 13 სექტემბერს მორიგი შეხვედრები სოფლების ვაზისუბნისა და ველისციხის მოსახლეობასთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს თავისი ხედვები გააცნო და მათი პრობლემები მოსმინა.

პირველი შეხვედრა ვაზისუბანში გაიმართა და მიზანი საარჩევნო პროგრამის საკითხების გაცნობა იყო. სონღულაშვილმა მათ თავისი ხედვები გააცნო და მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხა.

„ვაზისუბანში მოსაწესრიგებელია გზები, როგორც შიდასაუბნო, ისე სავენახე-სავარგული. აგრეთვე მოსაწესრიგებელია წყლის მიწოდებაც. ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ერთად ამ პრობლემების მოგვარებაზე. უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო, რომ ელემენტარული პრობლემები სწრაფად გადაიჭრას. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ საქმე“- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ვაზისუბანში შეხვედრის დასრულებისთანავე, დავით სონღულაშვილმა კობახიძეების ოჯახი მოინახულა. ოჯახის უფროსს, გოჩა კობახიძეს 12 წელია ზურგის ტვინის სიმსივნე აქვს და ლოგინს არის მიჯაჭვული. ოჯახს მოუხსნეს სოციალური დახმარებაც, რაც მათ მდგომარეობას მეტად ამძიმებს.

მეორე შეხვედრა ველისციხეში გაიმართა. დავით სონღულაშვილმა, ველისციხელებს საკუტარი ხედვები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. ველისციხელების მთავარი პრობლემა სასმელი წყლის უქონლობა და სოფლის ცენტრში მდებარე მობილური კომპანიების სიგნალის გამავრცელებელი ანძებია. მათი თქმით, ამ ანძების გამო სოფელში ონკოლოგიურმა დაავადებებმა იმატა. შეხვედრის დასასრულს დავით სონღულაშვლი ველისციხელი სტუდენტის სოფო ყავალაშვილის ოჯახს ესტუმრა. სოფო ყავალაშვილი წელს გახდა სტუდენტი და მან ერთიან ეროვნულ გამოცდებში ქვეყნის მასშტაბით, მაღალქულიან აბიტურიენტებში მეოთხე ადგილი დაიკავა. სოფო მამით ობოლია და სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მან საკმაოდ რთულ პირობებში შეძლო წარმატების მიღწევა. ქართული ოცნების კანდიდატმა შედეგები მიულოცა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერასაც დაპირდა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სოფოსნაირ ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მიაღწიონ წარმატებებს. უნდა შეიქმნას ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემო, რომ შეძლონ თვითრეალიზაცია. ვამაყობ, რომ სოფო ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია და ასეთ რთულ პირობებში მოახერხა ასეთი შედეგისთვის მიეღწია. ის კარგი მაგალითია იმისა, რომ თუ ძალიან მოინდომებ რამეს, აუცილებლად მიაღწევ. მე წარმატებები მინდა ვუსურვო მას“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google