არჩევნები 2016
დავით სონღულაშვილი - ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ საზოგადოების დაყოფა
აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი. მან მორიგი შეხვედრები მელაანისა და ჩალაუბნის მოსახლეობასთან გამართა. შეხვედრის მიზანი, საარჩევნო საკითხების გაცნობა და მოსახლეობის პრობლემების მოსმენა იყო.

-„გურჯაანში მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. შესაცვლელია ბევრი რამ, მათ შორის ადამიანური მიდგომის პრონციპებიც. მნიშვნელობა არ აქვს ვინ, რომელ მხარეს იბრძვის. ჯამში ყველა ერთნი ვართ, ამ ქვეყნის შვილები. ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ საზოგადოების დაყოფა. ყველამ ერთად, ერთი მიზნისთვის უნდა ვაკეთოთ საქმე.“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მელაანში შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მოსახლეობამ ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაამახვილა და დეპუტატობის კანდიდატს დახმარება სთხოვა. მელაანელების თქმით, ფერმერებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ, რომ მეტი დოვლათი შექმნან.

ჩალაუბნის მოსახლეობას კი ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. ჩალაუბნელების თქმით, მოსაწესრიგებელია სოფელში არსებული საყრდენი ბოძები. მათი თქმით, ნახევარ სოფელს სწორედ ამის გამო არ მიეწოდება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. აგრეთვე მოსაწესრიგებელია ერთ-ერთ უნბანში შიდასაუბნო გზა და გარე განათება.

„სოფელში მეტნაკლებად ყველფერი მოგვარებულია. ერთადერთი რაც პრობლემაა, ნახევარ სოფელს არ მოგვეწოდება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საყრდენი ბოძების სიძველის გამო. თუ გამოცვლიან და გააკეთებენ კარგი იქნება“ - აღნიშნა თამარ სულიაშვილმა.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google