არჩევნები 2016
დავით სონღულაშვილი - ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე
17 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღის აღსანიშნავად ქალაქ გურჯაანში მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის შტაბის წევრებმა დაასუფთავეს სანაპიროს ქუჩა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობას იღებდა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილიც.

-„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნისთვს და ზრუნავს გარემოზე. ამ დღეს მეც შევუერთდი დიდი სიამოვნებით და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვასუფთავებთ გურჯაანის ტერიტორიას. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ გარემოზე და ამგვარი ტიპის აქციები არ უნდა იყოს ერთჯერადი. თითოეული ადამიანის ვალია არ დააბინძუროს გარემო“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google