არჩევნები 2016
დავით სონღულაშვილი - გურჯაანში მცირე ბიზნესის განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრა ქალაქ გურჯაანის მოსახლეობასთან გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

-„სახელმწიფო სერვისები უნდა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. რაიონში ხალხს არ აქვს ინფორმაცია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „უმასპინძლე საქართველოში“ და სხვა. ეს პროექტები საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს შექმნას დოვლათი და სამუშაო ადგილები. გურჯაანში უნდა განვითარდეს მცირე ბიზნესი და ჩვენც ყველა პირობა უნდა შევქმნათ საამისოდ,“- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გურჯაანელების უმეტესობა თვლის, რომ ქვეყანაში ჯანდაცვა და მედიკამენტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. მათი აზრით, აგრეთვე მნიშვნელოვანია განვითარდეს მცირე ბიზნესიც, რომ მუნიციპალიტეტში გაჩნდეს სამუშაო ადგილები, რაც გაჭირვების აღმოფხვრის საწინდარია.

-„საჭიროა რაიონში განვითარდეს მცირე ბიზნესი. იაფი კრედიტი კი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“ - განაცხადა ალექსანდრე ქოროღლიშვილმა.
დღის ბოლოს, დავით სონღულაშვილი კოტეხში არსებულ ღვინის ქარხანასაც ესტუმრა, მევენახეებს გაესაუბრა და ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროცესებს.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google