არჩევნები 2016
დავით სონღულაშვილი - სწორად დაგეგმილი მომავალი ძლიერი ქვეყნის საწინდარია
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, სოფელ ველისციხის ფერმერებთან შეხვედრები გამართა. ის ვანო გეთიაშვილის ვენახს და მიხეილ გეთიაშვილის ყველის საწარმოს და მეცხოველეობს ფერმას სტუმრობდა. ორივე ფერმერმა იაფი კრედიტის ფარგლებში სესხი მიიღო და განავითარა თავისი ბიზნესი. დავით სონღულაშვილმა მათი პრობლემები და სამომავლო გეგმები მოისმინა და მათ გამარჯვების შემთხვევაში შესაბამის მხარდაჭერას დაპირდა.

-„მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ფერმერები მოვინახულე. ეს ადამიანები არიან ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთო საქმე ხელისშემწყობი გარემოებების გათვალისწინებით. მხოლოდ მიზანმიმართულ და ინიციატვიან ადამიანებს შესწევთ უნარი გააძლიერონ სოფელიც და ქვეყანაც. აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, რათა განვითარებამ სწრაფი ტემპით შესძლოს წინსვლა. სწორად დაგეგმილი მომავალი კი ძლიერი ქვეყნის საწინდარია“ - განაცხადა დავით სონღუაშვილმა.

ვანო გეთიაშვილს ვენახის გარდა დიდი ატმის ბაღიც აქვს, რომელიც დაახლოებით 8 ჰექტარია. მისი თქმით, იაფი კრედიტის ფარგლებში მან გაცილებით ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და ბიზნესის გაფართოება შეძლო.

მიხეილ გეთიაშვილმა კი იაფი კრედიტის ფარგლებში ყველის საწარმო გააკეთა. მას 30 სულიანი საქონლის ფერმაც აქვს და მისგან მიღბულ რძისგან ყველის სხვადასხვა სახეობას ამზადებს. მიხეილის თქმით, მისი ოჯახი 40 წელზე მეტია ფერმერობას მისდევს და მას სურდა ეს საქმე უფრო ტანამედროვე და შემოსავლიანი გაეხადა. მან იაფი კრედიტით 45 000 ლარი მიიღო, რამაც მისცა შესაძლებლობა შეეძინა საწარმოსთვის საჭირო დანადგარები.

მისი საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით. აქ იწარმოება ყველის 5-ზე მეტი სახეობა, მათ შორის შებოლილი დაწნული ყველიც, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიხეილის ყველი ბრანდირებულია MM chease-ის სახელით და თბილისის მსხვილ სუპერმარკეტებში იყიდება. მიხეილის თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია საწარმოს და სადისტრიბუციო ქსელის გაფართოვება.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google