არჩევნები 2016
„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა
გურჯაანში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სიმონ ქოჩორაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. მან ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „გურჯაანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.


როგორც მან აღნიშნა, კანდიდატურა არავის სასარგებლოდ არ მოუხსნია.
„დღეიდან აღარ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. კანდიდატურას ვხსნი იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვაწარმოე უბრალოდ აქტიური და სრულფასოვანი კამპანია, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამიტომ მე ასე მოუმზადებლად და ხალხთან შეხვედრის გარეშე არანაირად არჩევნებამდე არ მივალ. ჩვენ „თავისუფალ დემოკრატებს“, გვაქვს ჩვენი პარტიული წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ შემუშავებული. გათვლილია ყოველი თეთრი, ამ პროგრამიდან შესაძლებელია ყველა მიმართულება შესრულდეს. ვიტყვი, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ჩეულებრივად აგრძელებს ბრძოლას, უბრალოდ მე როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი ვხსნი კანდიდატურას არჩევნებიდან და მინდა ჩემს პარტიას წარმატება ვუსურვო. პროპორციულად ჩვეულებრივად გაგრძელდება მოსახლეობასთან შეხვედრა“, - აღნიშნა სიმონ ქოჩორაშვილმა.
speqtri.ge-შეეცადა სიმონ ქოჩორაშვილს დაკავშირებოდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

| Print |
FaceBook Twitter Google