არჩევნები 2016
პოლიციამ ლევან ბეჟაშვილის ბანერის დაწვის ფაქტზე ძიება დაიწყო
გუშინ ღამით, დედოფლისწყარო-სიღნაღის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის ბანერი დაიწვა.

- "ბანერი განთავსებული იყო ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე, რომელსაც დაახლოებით ხუთი ორგანიზაციის კამერა აფიქსირებს. მე ვიცი რა ჯგუფმაც ჩაიდინა ეს, მაგრამ კამერები არსებობს და ამას გამოძიება დაადგენს. რამდენიმე დღეა მსგავსი ფაქტები ხდება, საქმეც აღძრულია. იმ ღამეს, როდესაც ბანერი დაიწვა, ჩვენ აქტივისტებს "ქართული ოცნების" აქტივისტებთან კამათი მოუვიდათ. დაკითხვაზეც კი იყვნენ გადაყვანილი პოლიციაში."- აღნიშნა speqtri.ge-სთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს რაიონული ორგამიზაციის თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა.

არსებობს ვერსია, რომ  ბანერი ელექტროსადენებთან ახლოსაა და შესაძლოა, ცეცხლი მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ექსპერტიზა უკვე ჩატარდა. საქმეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართევლო იძიებს.





| Print |
FaceBook Twitter Google