არჩევნები 2016
გურჯაანში "რესპუბლიკელების“ რვა წევრი "ქართულ ოცნებას“ შეუერთდა
დღეს ”რესპუბლიკური პარტიის” გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის" რვა წევრმა "ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა და პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
„2012 წლიდან ჩვენ ვიყავით "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები "რესპუბლიკური პარტიიდან". დღეს ვტოვებთ „რესპუბლიკურ პარტიას“ და ვრჩებით მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად, რადგან „რესპუბლიკური პარტიის" მიერ აღებული კურსი ჩვენთვის მიუღებელია.“-
განაცხადა ბრიფინგზე დავით მურაკაშვილმა.

ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი მედიასთან მათ აღარ გაუკეთებიათ. ბრიფინგის დასრულებისთანავე "ქართული ოცნების" შტაბი დატოვეს და ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშუალება აღარ მიეცათ.
| Print |
FaceBook Twitter Google