არჩევნები 2016
ვალერი შოშიაშვილმა კანდიდატურა დავით სონღულაშვილის სასარგებლოდ მოხსნა
"თოფაძე, მრეწველები – ჩვენი სამშობლოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი შოშიაშვილმა, "ქართული ოცნების“ კანდიდატის, დავით სონღულაშვილის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
„ყველანაირი კვლევა აჩვენებს, რომ გურჯაანში სავარაუდოდ მეორე ტური ჩატარდება. მე მინდა კვლევის შედეგები წინასწარ გავაბათილო და მოვხსნა ჩემი კანდიდატურა დავით სონღულაშვილის სასარგებლოდ. მოვუწოდებ ყველა დანარჩენ კანდიდატს, ნუ დაასხამენ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალს და საშუალება მისცენ ამ ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ნამდვილად შეძლებს თავის გუნდთან ერთად გურჯაანის განვითარებას, პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგოს არჩევნები. “- განაცხადა შოშიაშვილმა ბრიფინგზე.

გურჯაანში კანდიდატურა კიდევ ორმა კანდიდატმა მოხსნა, "თავისუფალი დემოკრატებიდან" სიმონ ქოჩორაშვილმა და "მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" ნოდარ ქაჩლიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google