არჩევნები 2016
დავით სონღულაშვილი - ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან მჭიდროდ ვითანამშრომლებ
5 ოქტომბერს, გურჯაანის კულტურის სახლში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რასაც მისი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. დავით სონღულაშვილმა მათი პრობლემები და ინიციატივები მოისმინა.
სამოქალაქო და მედია სექტორის წარმომადგენლებმა ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს.

-„გურჯაანი რეგიონის სამოქალაქო სექტორის აქტივობის ცენტრი უნდა გახდეს. ჩვენი რაიონის სწრაფი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა. ჩვენ ერთობლივად, კონსტრუქციულად უნდა ვიმუშაოთ სხვადასხვა საკთხზე. მე ვიქნები ლობისტი საკანონმდებლო ორგანოდან, რომ სამოქალაქო სექტორის ინიციატივებს, გეგმებს და სამუშაოებს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმა დაისახა. არასამთავრობო ორგანიზაციები გურჯაანის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად იქნებიან ჩართული. გადაწყდა, რომ შეხვედრები მომავალში სისტემატურ ხასიათს მიიღებს, სადაც სამოქალაქო სექტორი და მედია კონკრეტული ინიციატივებით წარდგება.


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google