არჩევნები 2016
დავით სონღულაშვილი - გურჯაანელებს საერთაშორისო სტანდარტების ტექნოპარკი გვექნება
5 ოქტომბერს, გურჯაანს, „ტექნოპარკის“ სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. მათ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, დავით სონღულაშვილთან ერთად ის ადგილები მოინახულეს, სადაც უახლოეს მომავალში ტექნოლოგიური პარკი მოეწყობა. როგორც ცნობილია, უკვე 2017 წლის დასაწყისში გურჯაანელებს საერთაშორისო სტანდარტების ინოვაციური ცენტრი ექნებათ.

ტექნოპარკი, ყველა მსურველს აპლიკაციების შექმნის, ვებდიზაინის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, შესწავლის შესაძლებლობას მისცემს. ახალგაზრდები შეძლებენ თავიანთი იდეების და ჩანაფიქრების რეალიზებას.

-„ტექნოპარკის გახსნა არის შესანიშნავი შესაძლებლობა გურჯაანელი მოსახლეობისათვის განახორციელონ თავიანთი კრეატიული იდეები და მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო. წარმომადგენლებმა შეარჩიეს 2 ადგილი, საიდანაც ერთ-ერთში განთავსდება ტექნოპარკის სრული კომპლექტი,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა

ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარეობს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული პროცესების სწრაფ განვითარებას, ახალგაზრდობის დასაქმებას და მიგრაციის შეწყვეტას.


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google