არჩევნები 2016
#34 უბანზე ამომრჩეველს რეგისტრატორმა ხელი არ მოაწერინა
გურჯაანის #24 საარჩევნო ოლქის #34-ე უბნიდან ერთ-ერთი ამომრჩეველი დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ რეგისტრატორმა ბიულეტენი კი მისცა და საკუთარი არჩევანიც დააფიქსირა, მაგრამ სამაგიდე სიაში ხელი არ მოაწერინა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორის, ირმა პავლიაშვილის განმარტებით, თუკი აღნიშნული ხარვეზი არ აღმოიფხვრება, ხმების დათვლის დროს ბალანსი ვერ შედგება.

| Print |
FaceBook Twitter Google