არჩევნები 2016
48-ე უბანზე პატრული გამოიძახეს
N23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის თულარის 48-ე უბანზე დამკვირვებელსა და კომისიის თავმჯდომარს შორის მოხდა დაპირისპირება, რისთვისაც დამკვირვებელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
-"საარჩევნო ყუთები არასწორად იყო დალუქული. კოდები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. კომისიის თავმჯდომარემ უფლება არ მომცა დარღვევა დამეფიქსირებინა და სიტყვიერი შეურაცხყობაც მომაყენა," - განაცხადა speqtri.ge-სთან საუბარში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების წარომმადგენელმა ქეთევან შერგილაშვილმა.

მოგვიანებით ქეთევან შერგილაშვილი პოლიციაში დაიბარეს.
| Print |
FaceBook Twitter Google