არჩევნები 2016
პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელს გადაღება აუკრძალეს
N23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #49 უბანზე პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელს გადაღების უფლება არ მისცეს. მისი თქმით, კომისიის წევრები აზერბაიჯანულ ენაზე სხვადასხვა ციფრებს კარნახობდნენ ამომრჩეველს, რაზეც თავმჯდომარეს, უსუპ კასუმოვს შენიშვნა მისცა.

-"კომისიის თავმჯდომარეს ვუთხარი, ქართულად ისაუბრეთ, რომ ჩვენთვისაც გასაგები იყოს-მეთქი, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. გადაღებაც ამიკრძალა და მითხრა, კაცი რომ იყო, მე ვიცი, რასაც გიზამდიო,"- აღნიშნა ჩვენთან საუბარში პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა ზამალ ბიჭაშვილმა.

ამასთან დაკავშირებით მან საჩივარი დაწერა, სადაც ასევე ასაჩივრებდა იმ საკითხს, რომ საკონტროლო ფურცლი არასწორად იყო შევსებული, კერძოდ მასზე შევსების დრო არ იყო მითითებული.
აღნიშნული ფაქტი დაგვიდასტურა კომისიის მდივანმა სადაიგათ მამედოვამ, რომელმაც აღნიშნა, რომ თარიღის მითითება შემთხვევით გამორჩათ.
| Print |
FaceBook Twitter Google