არჩევნები 2016
გურჯაანის საოლქო კომისია საჩივრებს დღეს განიხილავს
გურჯაანის საუბნო საარჩევნო კომისიებში სულ ექვსი საჩივარი დაიწერა, მათგან 4 კენჭისყრის პროცედურას ეხება, 2 კი დათვლა/კენჭისყრის შედეგების შეჯამებას.
ყველა საჩივარი „სამართლიანი არჩევნები- დემოკრატიული საზოგადოების“ წარმომადგენელმა ლიკა ჭანყოშვილმა შეიტანა. ის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

#13 უბანი- მაჟორიტარულ და პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა ამომრჩეველთა სხვადასხვა საერთო რაოდენობა, ერთ შემთხვევაში 259 და მეორეში 258, რის გამოც საარჩევნო კომისიის წევრმა, დამალა ოქმი და მხოლოდ დამკვირვებლის მკაცრი მოთხოვნის შემდეგ გამოაჩინა.
#51 უბანი- კომისიის წევრებმა შემაჯამებელ ოქმში ერთმანეთის მაგიერ მოაწერეს ხელი. დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, შესწორების ოქმი არ შედგა.
#17 უბანი- ამომრჩეველმა 2 ბიულეტენიდან თითოეული მოათავსა ცალ-ცალკე კონვერტში.
#11 უბანი- ამომრჩეველმა რეგისტრატორის შეცდომის გამო, სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერა ხელი.
#18 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე დრო არ მიუთითეს.
#13 საარჩევნო უბანი- ორმა რეგისტრატორმა გაცემულ ბიულეტენებს ყუაც გააყოლა.

გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს. სხდომა 18:00 საათზე გაიმართება.
| Print |
FaceBook Twitter Google