არჩევნები 2016
გურჯაანში კომისიის რამდენიმე წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა
#12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების შესახებ იმსჯელა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, სულ ექვსი საჩივარი იყო შესული და კომისიის რამდენიმე წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა.

-„#11 უბანზე საჩივარი შეეხებოდა იმას, რომ ამომრჩეველს რეგისტრატორმა სხვა გრაფაში მოაწერინა ხელი. საჩივრის შემომტანი რეგისტრატორისა და მდივნის დისციპლინურ პასუხისმგებლობას ითხოვდა, შენიშვნა რეგისტრატორს გამოვუცხადეთ. #18 უბანზე საკონტროლო ფურცელზე ყუთში ჩაგდების დრო არ იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფერსაც სცვლის და შედეგზე არ მოქმედებს, ორივეს მივეცით შენიშვნა. #13 უბანზე შენიშვნა გამოვუცხადეთ თავმჯდომარესა და მდივანს.“

საოლქო კომისიაში ექვსივე საჩივარი "სამართლიანი არჩევნები- დემოკრატიული საზოგადოების“ წარმომადგენელმა ლიკა ჭანყოშვილმა შეიტანა.
კომისიამ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
| Print |
FaceBook Twitter Google