არჩევნები 2016
ზეწოლა კომისიის წევრებზე- გიორგი ბოტკოველი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი "ქართული ოცნების”  კანდიდატს ირაკლი სესიაშვილს საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
აღნიშნულის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

”გვაქვს წარმოდგენილი კადრები, სადაც ჩემი კონკურენტი ირაკლი სესიაშვილი პირადად იბარებს კომისიის წევრებს. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს თელავი-ყვარლის ოლქზე, სადაც 47 უბნიდან 19-ში მე გავიმარჯვე. ზუსტად ამ 19 უბნის კომისიის წევრს, როგორც საოლქო კომიიის კვოტით, ასევე პარტიიდან დანიშნულებს, პირდაპირ აძლევენ დავალებებს. ეს გულისხმობს იმას, რომ უბნებზე რაც არ უნდა მოხდეს, ამაზე თვალი დახუჭონ. ასევე იიუთითებენ, რა უნდა გააკეთონ და როგორ გაზარდონ ხმები საარჩევნო უბანზე. 47-ვე უბნის კომისიის წევრს მაგიდაზე ხელების ბრახუნით ხვდება პირადად ირაკლი სესიაშვილი და აძლევს დავალებას. პირველ რიგში ეუბნება, როგორ გაბედეს და წააგეს არჩევნები კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე და მერე ხელების ბრახუნით აძლევს დავალებებს, როგორ უნდა გააყალბონ არჩევნები, რომ მან გაიმარჯვოს”

გიორგი ბოტკოველის თქმით, ამ საკითხის გასაჩივრებას საოლქო კომისიაში აპირებს. მისი მტკიცებით, კადრებში ასახულია მე-6 სკოლის დირექტორი ქეთი ველთაური, რომელიც თანამშრომლობს სუს-თან და სუს-ის შეკრებები თელავში სწორედ აღნიშნულ სკოლაში ტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google