არჩევნები 2016
რა დარღვევები დააფიქსირა "სამართლიანმა არჩევნებმა" გურჯაანსა და საგარეჯოში
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს არასამთავრობო ორგანიზაცია  "სამართლიანი არჩევნები" 700-მდე დამკვირვებლისგან შემდგარი მისიით 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება.
ორგანიზაციის ინფორმაციით,  საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 6, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, წილისყრის პროცედურის დარღვევის 3 და მარკირების გარეშე ხმის მიცემის 1 შემთხვევა.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 10 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 9 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 6 საჩივარი.

#23 მაჟორიტარული ოლქის #8 უბანზე (საგარეჯო) საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე.

#24 მაჟორიტარული ოლქის #24 უბანზე (გურჯაანი) საკონტროლო ფურცელში არ იყო მითითებული შევსების დრო.


| Print |
FaceBook Twitter Google