არჩევნები 2016
ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი გორში
12:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 315 009 ამომრჩეველია; აღნიშნულის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა №37 მაჟორიტარული ოლქის მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 22.7% შეადგინა. ასევე 50 მაჟორიტარულ ოლქს შორის ყველაზე მეტი აქტივობა არის №60-ე მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთი-ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე - 19,9% და №51 მაჟორიტარული ოლქის ბაღდათი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე - 18.5%.

12:00 სთ-ის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება №41 მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე - 7,2%. ასევე დაბალი აქტივობაა №9 მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 7.9% შეადგინა.


| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.