არჩევნები 2016
მე ვარ ყველა გურჯაანელის დეპუტატი- დავით სონღულაშვილი
"ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.
-„მადლობა მინდა გადავუხადო გურჯაანელებს ასეთი მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. აგრეთვე ჩემი გუნდის ყველა წევრს, რომელიც ამ ბრძოლაში ჩემთან ერთად იყო. მათაც მინდა მადლობა ვუთხრა, ვინც მხარი არ დამიჭირა, მაგრამ შემდგომში, საქმის კეთების დროს გვერდში დაგვიდგება. ჩვენ დასაკარგი გურჯაანელები არ გვყვავს. ეს შესაძლებლობაა იმის, რომ ოთხი წლის განმავლობაში გურჯაანში საქმე ვაკეთოთ და ის სამოქმედო გეგმა განვახორციელოთ, რაც წინასაარჩევნოდ, გურჯაანელებთან ერთად შევადგინეთ. მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და დემოკრატიული იყო.“- აღნიშნა მან speqtri.ge-სთან.

დავით სონღულაშვილისვე თქმით, გურჯაანელებს მასთან კომუნიკაციის პრობლება არ ექნებათ.

- "მანამდეც ვპირდებოდი ამომრჩეველს და ახლაც შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ მე ვარ ყველა გურჯაანელის დეპუტატატი, განურჩევლად იმისა, მხარი დამიჭირა თუ არა. მე ვიქნები შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რათა მათი პრობლემები მივიტანო იქ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ. ცალსახად ვამბობ, რომ გურჯაანელებს ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არ ექნებათ."

ცნობისთვის, მეორე ტურში გურჯაანის #24 ოლქში დავით სონღულაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს 15 215 ხმით მოუგო.
| Print |
FaceBook Twitter Google