არჩევნები 2017
ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა და თანაბარი საარჩევნო გარემო [Audio]
მიმდინარე წლის 12 ივნისს დაიწყო და 14 ივლისს დასრულდა ტრენინგების ციკლი სიღნაღში, რომელიც მიზნად ისახავდა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და საგარეჯოს ოლქებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გადამზადებას. სემინარები ხუთი ჯგუფისთვის 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტრენინგების ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა არჩევნებში და მათთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა.
სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება ტრენერი ნინო იოსელიანი.

„ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ასეთი ხელშეწყობაა. როგორც ვიცით, კონსტიტუციის 28-ე მუხლი გვეუბნება, რომ ყველა თანასწორუფლებიანი და უნდა შეიქმნას თანასწორი საარჩევნო გარემო, რათა ნებისმიერმა ამომრჩეველმა, 18 წლის ასაკიდან, თავისუფლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ანუ, ის ხელშეწყობა, რომ ეთნიკური უმცირესობები თანაბარ და თანასწორ პირობებში ღებულობდნენარჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს უკვე მნიშვნელოვანია. კომისიის წევრებისთვის რა თქმა უნდა გათვალისწინებულია ენობრივი ბარიერი და საჭირო ლიტერატურია თარგმნილია მათ ენაზე.“

ტრენინგის მონაწილე, საგარეჯოში მცხოვრები ჯუნა ბასილაშვილი ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების საკითხი, რომლის შესახებაც ტრენინგის ფარგლებში ვრცლად ისაუბრეს, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოლქისთვის.

შეგახსენებთ, რომ ტრენინგები მიმდინარეობდა პროექტის ფარგლებში – „საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა-თვითმმართველობის ლეგიტიმური არჩევნებისთვის“. მას ახორციელებდა ჟურნალისტთა ასოციაცია – საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“, ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითრების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდამჭერით.



| Print |
FaceBook Twitter Google