არჩევნები 2017
დავით უსუფაშვილმა თელავში მერობისა და დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
დღეს, თელავში, ,,შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, მოსახლეობას მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
თელავის მერის მანდატისთვის გელა გელაშვილი იბრძვის,რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თელავი-ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს პარტია "ეროვნული ფორუმიდან" იყრიდა.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, "შენების მოძრაობა" მიმდინარე წლის ივნისში დააფუძნა, მოძრაობის ლოზუნგია: "რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდია - ვცვლით, რაც გვაკლია - ვქმნით".


| Print |
FaceBook Twitter Google