არჩევნები 2017
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 9 546 450 ბიულეტენი დაიბეჭდება
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას იწყებს. მათი ინფორმაციით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 9 546 450 ბიულეტენი დაიბეჭდება.
21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში 3 სახის ბიულეტენი დახვდება:

ერთი - ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად.

მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად

მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ბიულეტენები თბილისის 9 სტამბაში რამდენიმე დღის განმავლობაში დამზადდება.

მისივე ცნობით, ბეჭდვის პროცესს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, 2 საერთაშორისო და 6 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 20 წარმომადგენელი დააკვირდება.



| Print |
FaceBook Twitter Google