გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, “TOYOTA PRIUS“-ის მარკის
ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან
გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა მძღოლი და რამდენიმე მგზავრი.
ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო- ჰოსპიტალსში”
გადაიყვანა.
მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს
საგამოძიებო მოქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები