ჟურნალისტების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ჟურნალისტებმა ბრიფინგი რამდენიმე წუთით შეაწყვეტინეს. ისინი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდნენ.

პროტესტის ინიციატორი "ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე იყო. მან კოლეგებს სთხოვა გვერდით დასდგომოდნენ. მან მთავრობის წევრებს ტრიბუნასთან ლექსო ლაშქარავს ფოტო დაუდო.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავაზე სიძულვილის ჯგუფებმა 5 ივლისს იძალადეს. ის 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მოქალაქეებს საპატრიარქომ ქუჩაში გამოსვლისა და "მშვიდობიანი პროტესტკენ" მოუწოდა. მოწოდებები ისმოდა სიძულვილის ჯგუფების მხრიდანაც. ამ დღეს დაშავდა მინიმუმ 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტია.

| Print |
FaceBook Twitter Google