თეგი : პროტესტი
სტატიები

„ქართული ოცნება“ პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,
რომ „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების
აკრძალვის გარდა, პიროტექნიკის შემოტანა/რეალიზაციასთან დაკავშირებული
რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს.
14:31 / 09.12.2024

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ე.წ აგენტების
კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში 121
ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია შეიტანს.
17:03 / 17.07.2024

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას
ეხმაურება და აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ არ
არსებობს შენიშნვები და არგუმენტები.
19:52 / 18.05.2024

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო
დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი თავისი არსით არის
რუსული და ვეტო არის მარტივი - კანონი არ ექვემდებარება არავითარ
შესწორებებს და ერთადერთი გზა მისი გაუქმებაა.
18:15 / 18.05.2024

საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის იმაზე ხისტი ვერსია მიიღო,
ვიდრე მისი პირვანდელი ვარიანტი იყო. კანონში ჩამატებულია მუხლები,
რომლებიც ფიზიკურ პირებსაც შეეხება.
20:22 / 17.05.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე 13
მომიტინგეა დაკავებული. უწყების მტკიცებით, საპროტესტო აქცია გასცდა
მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს, რის გამოც დაიწყო დაკავებები.
21:14 / 14.05.2024

დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების
მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების
მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84
მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14.05.2024

პარლამენტმა რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. 84
მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
15:52 / 14.05.2024

საქართველოს უნივერსიტეტთა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის
წევრები ემიჯნებიან რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებსა და
სტუდენტების ფართომასშტაბიან გაფიცვას .
14:12 / 14.05.2024

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა
ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ
ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა
დაგეგმილი.
21:43 / 13.05.2024