მივიწყებული ხელობის სადარაჯოზე - ფატმა მამედოვას ხალიჩები საქართველოს ფარგლებს გასცდა [Video]
10:12 / 13.03.2021
იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 62 წლის ფატმა მამედოვა
პროფესიით დაწყებითების პედაგოგია, თუმცა ამჟამად ლამბალოს საბავშვო
ბაღში მუშაობს.
მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა - ხალიჩების ქსოვა - ბავშვობაში
ისწავლა.
დღემდე ინახავს სკივრს წარწერით - გილოცავთ ქორწინებას, რომლითაც
ოჯახში საკუთარი მზითვი მიიტანა. ამ სკივრში, სხვა საოჯახო ნივთებთან
ერთად, აღმოაჩენთ მისი ხელით მოქსოვილ თუნგის მოსაკიდებელ, ასევე
ცხენის დასაბმელ თოკს.
როგორც ფატმა გვიყვება, მაშინ ახალი პატარძლები თუნგით გამოდიოდნენ
წყაროზე, გოგონებთან ერთად, და ტკბილეულსაც არიგებდნენ ამ
რიტუალზე.
მზითვში საკუთარი ხელით მოქსოვილი ხალიჩებიც წაიღო.
-„ერთი მოქსოვლი მაქვს 1979 წელს, მეორე -1980 წელს, რომელზეც ჩემი
სახელი ჩავაქსოვე - ფატმა. ჩემს შვილიშვილსაც ფატმა ჰქვია. ამ ხალიჩას
სწორედ მისთვის ვინახავ.“
ქსოვას მეზობლებსაც ასწავლის. მათ იმ ხალიჩების შექმნაშიც ეხმარება,
რომლის შეკვეთაც უცხოელებისგან მიიღეს.
ამბობს, რომ ამ ხალიჩას სამი ადამიანი ქსოვს და მის დასრულებას ერთი
თვე სჭირდება.
-„თბილისში იმართება გამოფენა, სადაც უცხოელები ჩამოდიან და კარგ ფასს
იხდიან,“ - ამბობს ფატმა.
ქსოვა ბავშვობაში, 11-12 წლის ასაკში დედისგან და ბებიისგან
ისწავლა.
როდესაც ისინი ხელსაქმით იყვნენ დაკავებულები, ფატმა მათ საქმიანობას
ადევნებდა თვალს.
-„მაშინ ტრადიცია იყო, ყველას სახლში ჰქონდა საქსოვი დაზგა და მთელი
სოფლის ქალები ამით იყვნენ დაკავებულები.
ცხვარი ჩვენი გვყავდა, ვპარსავდით, მატყლს ვჩეჩავდით . ქალები
ერთმანეთს ვეხმარებოდით ამ საქმეში. შემდეგ ჯარაზე ძაფს ვართავდით და
ვღებავდით. ძაფს ვაშრობდით და ხალიჩის ქსოვას ვიწყებდით.
ამ ხალიჩის მოსაქსოვად, 30 კილოგრამი მატყლია საჭირო,საიდანაც
23 კილო ძაფი გამოდის. საქსოვად სხვადასხვა სისქისა და ხარისხის
ძაფი
გვჭირდება. ნაპირებიც განსხვავებული ძაფით, სხვა პრინციპით უნდა
დამუშვდეს, რომ ხალიჩა არ დაიშალო და უფრო გამძლე გამოვიდეს.“
ამბობს, რომ ამ ხელობის მიმართ ინტერესი გაქრა. ხალიჩების ქსოვით დღეს
ბევრი არ არის დაინტერებული, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს, სიამოვნებით
შეასწავლის.
ეიმედება, რომ მისი შვილიშვილი მის საქმიანობას გააგრძელებს.
-„ჩემს შვილიშვილს ქსოვა ძალიან აინტერესებს. ეხლა ჟაკეტს და ქუდს
ვუქსოვ და სულ მეუბნება, მეც მასწავლეო. ჩხირებს მართმევს და ცდილობს
მოქსოვოს.“
5 წლის ფატმა ბებიას გვერდიდან არ სცილდება და მის საქმიანობას
ყურადღებით ადევნებს თვალს, ისევე როგორც თავად იქცეოდა
ბავშვობაში.
ბებიას მოსახელემ სკივრიც თავად ჩაკეტა საგულდაგულოდ და გასაღებსაც
თავისი ადგილი მიუჩინა...
რა უნდა ვიცოდეთ კოვის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს, რა კითხვებს
უნდა ვუპასუხოთ გულწრფელად და რას მივაქციოთ განსაკუთრებული
ყურადღება. მოუსმინეთ ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს.
იორმუღანლოს თემში საქორწინო სამზადისი ჭიშკარზე ბანტების შებმით
იწყება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რომლის გარეშეც ეს დღესასწაული არ
არსებობს, არის კათტამა - ტკბილეული, რომელსაც საპატარძლოს მხარე
ამზადებს და სხვა საჩუქრებთან ერთად სასიძოს ოჯახს სტუმრობს.
გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო
შემთხვევის დროს დაშავებული 12 წლის მოზარდი დამატებითი
გამოკვლელებისთვის თბილისში გადაიყვანეს.
შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად,გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის და სამი პირის
დაჭრის ფაქტი გახსნეს.
დღეს დილით სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ოთხ ადამიანს,
ცეცხლსასროლი ჭრილობები მაშინ მიაყენეს, როდესაც ისინი მსუბუქი
ავტომობილით გადადგილდებოდნენ.
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარმა
დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში -
ანაგასა და ვაქირში, ბოდბისხევსა და ჯუგაანში წყალმომარაგების
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
აპრილიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან, სოციალური მუშაკები
იმუშავებენ. ისინი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის
მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში
დაეხმარებიან.
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი უკვე მზად არის და 5 აპრილს
გაიხსნება. გაერთიანების დირექტორის გელა დალაქიშვილის განმარტებით,
მუშაობას განაახლებენ სპორტული ჯგუფებიც.
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი,
გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ.
გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას
ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის
ნაწამოებებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები