პოლიტიკა
ნუ იმოქმედებთ მტრის სასარგებლოდ და დადექით თქვენი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის მხარეს - მიმართვა კახელ დეპუტატებს
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.

“რამდენიმე საათი გრჩებათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში წყალგამყოფ სესიამდე, გამოიყენოთ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭიროთ ჩვენი ქვეყნის გარუსების გზას.

კახელებმა წარგადგინეთ პარლამენტში და ამიტომ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ თქვენს ამომრჩეველს იმედი უკვე გაგვიცრუეთ, როცა კანონს აგენტების შესახებ მხარი დაუჭირეთ.


მნიშვნელოვანია გაიაზროთ , რომ ხვალ თქვენი პირადი და საზოგადოების ინტერესები იკვეთება. ამიტომ, ხვალ ბოლო შანსი გაქვთ, არ დაძლიოთ პრეზიდენტის ვეტო და მხარი დაუჭიროთ არა რუსული ორბიტისკენ შეტრიალებას, არამედ - საქართველოს ევროპულ მომავალს.

არ შეიძლება ჩვენ და თქვენ სხვადასხვა მიზანი გვქონდეს და სხვადასხვა რამ გვინდოდეს ქვეყნისთვის.

თქვენ გიცნობდით ბრძოლისუნარიან და საზრიან პოლიტიკოსებად.

ბატონო დავით, მოგმართავთ თხოვნით, ევროპული განათლება საქართველოს ევროპული გზის დასაცავად გამოიყენეთ და არა ევროპული გზის ძირის გამოსათხრელად!

ბატონო ირაკლი, 90-იანებიდან ქართულ პოლიტიკაში ხართ და თქვენ ბევრზე კარგად იცით, ვინ არის მტერი ჩვენი, ვინ - მეგობარი.

ამიტომ, ისტორიის გადაწყვეტ დროს, მოგმართავთ თხოვნით, ნუ იმოქმედებთ მტრის სასარგებლოდ და დადექით თქვენი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის მხარეს.

გვჯერა, პერსონალურად თქვენ არ ეთანხმებით რუსული სტილის კანონს, თუმცა, ახლა ქვეყანას გვჭირდება, თქვენი შინაგანი ხმა კახელების მონიჭებული საპარლამენტო მანდატის ძალით გააძლიეროთ და დაგვიდგეთ მხარში ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ახალგაზრდებსა და უფროს თაობებს. გვჯერა, თქვენთვისაც ამაღელვებელია ახალი საქართველოს დაბადება საქართველოს ქუჩებში. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, ქართველი ხალხის ნება გამოხატოთ ხვალ და დაგვიბრუნოთ ცივილიზებულ სამყაროსთან თანაცხოვრების შესაძლებლობაც.

გადამწყვეტ დროს, მოგმართავთ, დაამარცხოთ საკუთარ თავში შემოპარული შიში, რომ თქვენ თითქოს უძალონი ხართ, იპოვოთ ბრძოლისუნარიანობა საკუთარ თავში და იბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოდან.

თუ საქართველოს პარლამენტიდან 28 მაისს თქვენ მოემსახურებით საქართველოს ევროპული გზის ინტერესს, პირობას გაძლევთ, კახელებიც სამაგალითო პატრიოტად დაგიმახსოვრებთ. თუკი, თქვენ კახელი ამომრჩევლის და ქართველის ხალხის წინააღმდეგ იმოქმედებთ,თქვენს ამომრჩეველს თაობების წინაშე დაუტოვებთ სირცხვილს, რომ ირიბად მაინც წვლილი შეიტანეს თქვენი მხარდაჭერით საქართველოს გარუსების საფრთხეში.

მტკიცედ გვჯერა, გავიმარჯვებთ სახელოვნად და ამ გზაზე, თქვენ აირჩიეთ, იქნებით ევროპული საქართველოს მხარეს, თუ მის წინააღმდეგ,”- ვკითხულობთ მიმართვაში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო
სასამართლოს მიმართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30.05.2024
საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის იმაზე ხისტი ვერსია მიიღო,
ვიდრე მისი პირვანდელი ვარიანტი იყო. კანონში ჩამატებულია მუხლები,
რომლებიც ფიზიკურ პირებსაც შეეხება.
საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის იმაზე ხისტი ვერსია მიიღო, ვიდრე მისი პირვანდელი ვარიანტი იყო. კანონში ჩამატებულია მუხლები, რომლებიც ფიზიკურ პირებსაც შეეხება.
20:22 / 17.05.2024
USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს მთავრობას
მოუწოდებს, ძალისხმევა იმ ინიციატივებისკენ მიმართოს, რომლებიც
ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს აკმაყოფილებს.
USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ძალისხმევა იმ ინიციატივებისკენ მიმართოს, რომლებიც ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს აკმაყოფილებს.
15:26 / 15.05.2024
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების
მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების
მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84
მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14.05.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 22 / 34 °C
img
საგარეჯო 21 / 32 °C
img
დ.წყარო 20 / 29 °C
img
სიღნაღი 22 / 35 °C
img
ლაგოდეხი 21 / 31 °C
img
ყვარელი 22 / 34 °C
img
თელავი 21 / 32 °C
img
ახმეტა 20 / 32 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.