შსს გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს
პარლამენტის ტერიტორიაზე, მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობისას, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - ნათქვამია გამაფრთხილებელ განცხადებაში. 



| Print |
FaceBook Twitter Google