შსს-ს განცხადებით, გამოიყენებს სპეციალურ საშუალებებს - მორიგი გაფრთხილება
შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ თუკი აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიამ პოლიციელების "კანონიერ" მოთხოვნას, მიიღებენ შესაბამის ზომებს.

„იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეთა მსვლელობისას, მაშინ გამოჩნდა, როდესაც მოქალაქეები პარლამენტისთვის ალყის შემორტყმას ცდილობნდენ, რათა კანონპროექტის განხილვის მონაწილეებისთვის ხმა მიეწვდინათ.
| Print |
FaceBook Twitter Google