რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ამ წუთშიც გრძელდება [photos]
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” პლენარული სხდომის პარალელურად, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, კვლავ გრძელდება. მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ.






პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან ამ დროისთვის უკვე ჩაკეტილია და სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს არ უშვებენ.

აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზეა. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ხელოვანები.







პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა დღეს, 16 აპრილს 21:00 საათამდე გაგრძელდება და, საჭიროების შემთხვევაში, 17 აპრილს გაგრძელდება. 





აღსანიშნავია, რომ ევროპული პარტნიორების არაერთი შეფასების მიუხედავად, რომ აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და იგი ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ აღნიშნული კანონი არა რუსული, არამედ ევროპულია.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია - კი, ევროპას, არა რუსულ კანონს! - გუშინ, 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პარალელურად დაიწყო. 22:00 საათზე პარლამენტის ტერიტორიაზე უკვე გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც აქციის მონაწილეებს გადაადგილების უფლება შეუზღუდა, რათა მათ ალყაში არ მოექციათ პარლამენტი. გუშინდელ აქციაზე 14 პირი დააკავეს. ფართომასშტაბიანი პროტესტის მიუხედავად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მაინც დაუჭირა. აქცია დაახლოებით ღამის პირველ საათზე დასრულდა, რა დროსაც დაანონსდა დღევანდელი, 16 აპრილის აქციის დაწყების დრო.

| Print |
FaceBook Twitter Google