რუსული კანონის განხილვა შეჩერდა და ხვალ 12:00 საათიდან გაგრძელდება
დღეს, 16 აპრილს, 21:00 საათზე დასრულდა პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავდნენ. რადგან კანონპროექტზე კენჭისყრა დღეს ვერ შედგა, პირველი მოსმენით მსჯელობას პარლამენტი ხვალ, 17 აპრილს 12:00 საათზე დაუბრუნდება.

ცნობისთვის, რეგლამენტით, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, სხდომა შესაძლოა 21 საათამდე გაგრძელდეს.

ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვლავ გრძელდება საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი არ დატოვებენ ტერიტორიას, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ.

| Print |
FaceBook Twitter Google