რუსული კანონის მხარდასაჭერად გურჯაანიდან საჯარო სამსახურების თანამშრომლები და მასწავლებლები წაიყვანეს
მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ, რუსული კანონის მხარდასაჭერ აქციაზე მოქალაქეები გურჯაანიდანაც წაიყვანეს.

დღეს, 29 აპრილს, გურჯაანის ავტოსადგურზე, ასევე ნონეშვილის გამზირზე - მერიისა და ქალაქის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, მობილიზებული იყო ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომლითაც მოქალაქეები ე.წ კონტრაქციაზე უნდა წაეყვანათ. 







საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge-ს ინფორმაციით, მმართველ პარტიას აქციაზე ძირითადად სკოლის მასწავლებლები, საჯარო სამსახურებისა და სახელმწიფო აიპიების თანამშრომლები  მიჰყავს.

ჩვნეთვის ასევე ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ერთდღიანი შვებულებები დააწერინეს, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბოლო ორი გაკვეთილია გაუქმებული.







გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ სკოლებში ბოლო ორი გაკვეთილი მოიხსნა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყება მოკვლევაც, რადგან გაკვეთილების გაუქმება დაუშვებელია მხოლოდ პედაგოგების აქციაზე წასვლის მიზეზით.

საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge-ი შეეცდება მოიძიოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენმა საჯარო მოხელემ დაწერა ერთდღიანი შვებულება ან დაეთხოვა სამსახურიდან 29 აპრილს და რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.


შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსული კანონის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით მიმდინარეობს. 

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.