არჩევნები
ოპოზიცია გურჯაანში საოლქოს გადაწყვეტილებებს აპროტესტებს
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წუხელ გურჯაანში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელო საქართველოსთ ვის“ წარმომადგენლების განმარტებით, კომისიის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

„გუშინ ღამით, ე.წ. საოლქომ, რომელიც ღამის ნოტარიუსად იქცა, უგულველყო საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული დარღვევები და გადაცდომები. 51 საარჩევნო უბნიდან შემაჯამებელი ოქმებისუმრავლესობა გაყალბებულია, უბნების უმრავლესობაში დაკარგულია ბიულეტენები,მეტობაა ხელმომწერების, გაბათილებულია 2000-მდე ბიულეტენი, რომლის დიდი ნაწილი ოპოზიციურ კანდიდატებს და პარტიებს ეკუთვნის. გაუგონარი პასუხი მივიღეთ ჩვენს მოთხოვნებზე, რომელსაც სასამართლოში გავასაჩივრებთ. ფორმალურად ყველა სამართლებრივ გზას ამოვწურავთ. დიქტატურის დაკანონების უხეშ მცდელობას კი საბოლოოდ ხალხი გასცემს პასუხს,“-განაცხადა speqtri.ge- სთან ენმ-ს გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ბუწაშვილმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გურჯაანის შტაბის უფროსის, გიორგი ედიშერაშვილის განმარტებით, საოლქომ გარკვეული უბნები, სადაც დარღვევები იყო, ხელმეორედ არ გადაითვალა.
„წუხელ უპრეცენდენტო ფაქტი დაფიქსირდა. შემიძლია ვთქვა, რომ დემოკრატიულობანას თამაში მიდის.კობახიძე-მდინარაძე თავიანთ განცხადებებში ამბობენ, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, საოლქოებში ყველა საეჭვო უბნები უნდა გადაითვალოს, თუმცა ეს არ მომხდარა. ზოგიერთ ოქმშისაერთოდამოფხეკილია ციფრები და ახლიდან არის ჩაწერილი. ამის მიუხედავად საოლქომ ის უბნები ხელმეორედ არ გადაითვალა. ფაქტია, რომ ზემოდან აქვთ ასეთი მითითება. დღეს ველოდები - პირველი და მესამე უბნის საჩივრის განხილვას. ვნახოთ, რას იზამენ. იმედია,ეყოფათ მახვილგონიერება, გამბედაობა და გახსნიან რამდენიმე უბანს მაინც. წუხელ საოლქოშიჩვენი მისვლის მიზანი იყო, რომ კიდევ ერთხელ დაგვენახებინა მოსახლეობისთვის, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ.როგორ მაღალ დონეზე გააყალბა არჩევნები. ერთხელ კიდევ ვეცადეთ დაგვენახებინა რეალურად საოლქოს სახე ყველასთვის. თუ რაზე არიან წამსვლელები. “

ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილი.
„საჩივრებზე იმსჯელა საოლქო საარჩევნო კომისიამ. კომისიის წევრებმა გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღეს. სადაც იყო იმის საჭიროება, რომ მომხდარიყო კომისიის წევრებზე დისციპლინური საკითხის დაკისრება- დაეკისრათ. იქიდან გამომდინარე, რომ არიყო საჭიროება ახლიდან გადათვლილიყო უბნები, ამას კომისიამ მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციის მოთხოვნებს რომ საფუძველი ჰქონოდა, კომისია აუცილებლად დააკმაყოფილებდა, “ - აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში მაია ჩუთლაშვილმა.

მისივე თქმით, სულ მეცხრე მაჟორიტარული ოლქიდან (გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები) დაახლოებით 80-მდე საჩივარი იყო შესული, რომელთა განხილვაც არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო და ვადა დღეს იწურება.

| Print |
FaceBook Twitter Google