პოლიტიკა
საქართველოსთვის უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია-სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის ოფიციალურ ფეიბუქ-გვერდსა და ტვიტერზე უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღეს გამოეხმაურა.

„საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღე ამჟამინდელი რთული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,-წერს სალომე ზურაბიშვილი
ცნობისთვის, დასავლეთის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი უკრაინას, შესაძლოა, თავს 16 თებერვალს დაესხას. ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
| Print |
FaceBook Twitter Google