თეგი : პრეზიდენტი
სტატიები

ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი
გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი
კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი.
15:11 / 14.12.2024

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, მათგან
3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან,
მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია.
15:08 / 05.12.2024

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება.
დადგენილების პროექტი, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
12:55 / 26.11.2024

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით
გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო
წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება.
15:28 / 21.10.2024

პარლამენტის მიერ დაგროვებითი პენსიის კანონში ინიცირებული ცვლილებით,
საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრების დაკომპლექტების
უფლებამოსილება პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს ენიჭება. იმის
მიუხედავად, რომ სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებას ხელი არ მოაწერა,
კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს.
16:12 / 12.07.2024

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 13 მსჯავრდებული
შეიწყალა.
13:47 / 11.07.2024

ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ევროკავშირის
მიერ საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და თავდაცვის
ძალებისთვის 2024 წელს გამოყოფილი 30-მილიონიანი დახმარების გაყინვას.
15:43 / 09.07.2024

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას
ეხმაურება და აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ არ
არსებობს შენიშნვები და არგუმენტები.
19:52 / 18.05.2024

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო
დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი თავისი არსით არის
რუსული და ვეტო არის მარტივი - კანონი არ ექვემდებარება არავითარ
შესწორებებს და ერთადერთი გზა მისი გაუქმებაა.
18:15 / 18.05.2024

პარლამენტმა რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. 84
მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
15:52 / 14.05.2024