საქართველო ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან - სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.



პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა.

“საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამ კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე,” -ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით 1-ელ მაისს მიიღო. საპროტესტო აქციები "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş