პოლიტიკა
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პოზიციას არ ცვლის
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ვინაიდან, სააკაშვილის შეწყალება ქვეყანაში პოლარიზაციას გააღრმავებს", ექსპრეზიდენტის შეწყალების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

"იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს იქნება უაღრესად დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი. მანამდე სამჯერ შევიწყალე ადამიანები სწორედ იმ მიზნით, რომ ჩაექრო პოლარიზაცია, შედეგი არ იქნა მიღწეული არც მაშინ და აქ ბევრად უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები. გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდან, რაც საზოგადოებას ახსოვს, აქ არ შეიძლება მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ გააღრმაოს ეს პოლარიზაცია ქვეყანაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.



| Print |
FaceBook Twitter Google